SKY TRAVEL

HOT AIR BALLOON RIDES IN GEORGIA

ხდკ

– აეროსტატი ასრულებს ფრენას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე), მაგრამ მთელი პროცესი: სტარტისთვის მომზადება, ინსტრუქტაჟი, ფრენა, ჩასხდომა, ჰაერნაოსნად კურთხევის ცერემონია, გრძელდება დაახლოებით 2-3 საათი.

– როდესაც მიწის აღმავალი ნაკადი არის სუსტი, საჰაერო ბურთის პილოტი მარტივად აკონტროლებს და ცვლის ბურთის სიმაღლეს და მიმართულებას. მაგრამ, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, იქმნება ე.წ. „ტერმიკები“. ეს არის მიწის ზედაპირზე სხვა და სხვა აღმავალი ნაკადების შექმნა, რაც შეუძლებლს ხდის სითბური აეროსტატის კონტროლს.

– საჰაერო ბურთი ადის 50 მ. სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დაბალ სიმაღლეზე მგზავრებს შეუძლიათ გაესაუბრონ მიწაზე მყოფ ხალხს, მაღლა ასვლისას სრული ბრწყინვალებით იშლება ხეობის პანორამა და კავკასიონის მწვერვალები…

– საჰაერო ბურთს შეუძლია მოგზაურობა 4 – 20 კმ – მდე რადიუსის მანძილზე. დამოკიდებულია თქვენი ფრენის დღეს ქარის სიჩქარეზე და მის მიმართულებაზე.

– მგზავრების ტანისამოსი შეიიძლება იყოს ნებისმიერი. თუმცა, მგზავრებს უნდა ესმოდეთ, რომ ქალებს ვიწრო გრძელმა კაბებმა და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, ამის გარდა, მოკლე შარვლებმა და სანდლებმა შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მგზავრებს აეროსტატის კალათში ჩასხდომისას, ასევე მისი ღია მინდორში დაშვებისას. ქალებისა და მამაკაცებისთვის ოპტიმალური ტანისამოსია შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ნებისმიერი ზედა ტანსაცმელი,თქვენ ასევე დაგჭირდებათ თავსაბურავი, რომელიც დაიცავს თქვენს თავს გადახურებისგან. ფრენისთვის ტანისამოსის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ ჰაერის ტემპერატურა სიმაღლეზე არ იქნება განსხვავებული მიწაზე არსებული ტემპერატურისგან.

– დიახ, ჩვენ ვასრულებთ ფრენებს მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ფრენის შესრულება დამოკიდებულია ამინდზე.

– იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის გამო თქვენი ფრენა ვერ შესრულდა, თანხა სრულად გიბრუნდებათ. თუმცა ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ ფრენის გადადებას, ნებისმიერ თქვენთვის თავისუფალ დღეზე, თქვენი სურვილისამებრ.

– გასაკვირვია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი შიშის მიუხედავად, მაინც გაფრინდნენ საჰაერო ბურთით, დაშვების შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ მათი შიშები სრულიად უსაფუძვლო იყო.

– არა. თუ თქვენ ხართ ორსულად, საჰაერო ბურთით ფრენა რეკომენდირებული არ არის.

– 6 წლიდან ბავშვები დაიშვებიან კალათში მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშ.

– საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს პილოტის მოწმობას, მისი პერიოდული შემოწმების საფუძველზე. ყველა ბურთი არის დარეგისტრირებული, როგორც ნებისმიერი სხვა საჰაერო ხომლადი და გადის რეგულარულ შემოწმებას და სერტიფიცერებას.