პრენის პირობები
მგზავრების ტანისამოსი შეიძლება იყოს ნებისმიერი. თუმცა, მგზავრებს უნდა ესმოდეთ, რომ ვიწრო გრძელმა კაბებმა, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, მოკლე შარვალმა და სანდალებმა შეიძლება დისკომფორტი შეუქმნათ აეროსტატის კალათში ჩასხდომისას და მისი ღია მინდორში დაშვებისას. ქალებისა და მამაკაცებისთვის ოპტიმალური ტანისამოსია შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ნებისმიერი ზედა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ თავსაბურავი, რომელიც დაიცავს თქვენ თავს გადახურებისგან. ფრენისთვის ტანისამოსის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ ჰაერის ტემპერატურა სიმაღლეზე არ იქნება განსხვავებული მიწაზე არსებული ტემპერატურისგან.