SKY TRAVEL

HOT AIR BALLOON RIDES IN GEORGIA

ფრენები და ფასები

საჰაერო ბურთით ფრენა ემოციების  თვალსაზრისით ვერ შეედრება ვერც ერთ თავგადასავალს მსოფლიოში! სიმაღლიდან დანახული პეიზაჟის სილამაზე დაუვიწყარია. ბურთი მიფრინავს ნელა და სრულ სიჩუმეში. მგზავრი ვერ გრძნობს ქარს, რადგან ბურთი მასთან ერთად გადაადგილდება და მის თვალწინ ხედი 360°-ზე იშლება.

საჰაერო ბურთი ადის 50 მ. სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დაბალ სიმაღლეზე მგზავრებს შეუძლიათ გაესაუბრონ მიწაზე მყოფ ხალხს და მაღლა ასვლისას სრული ბრწყინვალებით იშლება ხეობის პანორამა და კავკასიონის  მწვერვალები…

დაშვების შემდეგ ტურისტებს ელოდებათ ტრადიციული  ჰაერნაოსნობაში გაწევრიანების ცერიმონია, შამპანიურის ბოკალით, დიპლომების გადაცემითა და სამახსოვრო სამკერდე ნიშნებით.

მუხრანის ველი

მუხრანის ველი, სადაც ძირითადად ტარდება ინდივიდუალური ფრენები, მდეობარეობს თბილისიდან მოშორებით, საქართველოს ძველი დედაქალქთან, ქალაქ მცხეთასთან ახლოს. აქ წელიწადში 260 მზიანი დღეა, უამრავი უსაფრთხო დასაფრენი ადგილი, სოფლის გზების ფართო ქსელი – იდეალური ადგილია საჰაერო ბურთებით ფრენისათვის. ისევე, როგორც ყველაფერი საქართველოში, მუხრანის ველი გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით, ხოლო სიმაღლიდან იშლება პანორამა კავკასიონის მთების მწვერვალებზე.

ალაზნის ველი

ალაზნის ველი, უნიკალური სილამაზის ადგილია, ასევე საქართველოში ყველა ტურისტული მარშრუტის კვეთაა. ველი გადაჭიმულია დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების გასწვრივ 100 კმ-ზე მეტ მანძილზე. მთები მიისწრაფიან მაღლა და ლურჯ ცაში სრულდებიან ქათქათა მყინვარებით

ფასები

ინდივიდუალური ფრენა:

მუხრანის ველი – 750$, 1-3 მგზავრი.

ალაზნის ველი – 850$, 1-3 მგზავრი.

ჯგუფური ფრენა:

საშუალო ზომის საჰაერო ბურთი – 155$ მგზავრზე (ტევადობა 6-8 მგზავრი),

დიდი ზომის საჰაერო ბურთი – 145$ მგზავრზე (ტევადობა 10-16 მგზავრი).

წესები

ფრენის პირობების სანახავად ეწვიეთ ამ ბლუმს