georgia flag

გასეირნება საჰაერო ბურთით საქართველოს ცაზე

აპრილი 5, 2020 ტეგები: , , , , , , , , ,
კატეგორია:

საქართველოს შესახებ

საქართველო არის განლაგებული შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.  იგი მსოლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. ქართული ლეგენდის მიხედვით, საქართველო არის ერთადერთი, უკანასკნელი და ძვირფასი მიწის ნაკვეთი, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მისცა. მრავალი ლეგენდა არსებობს ამ თემაზე, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როცა ღმერთი ადამიანებს  მიწებს ურიგებდა, ქართველები ქეიფობდნენ და ამიტომ მათ მიწა არ შეხვდათ. ნახეს რა, რომ მიწის ნაკვეთის გარეშე დარჩნენ, მიაკითხეს ღმერთს და სთხოვეს მიწა, ღმერთმა ისინი უარით გაისტუმრა. შემდეგ კი ქართველებმა მიიწვიეს ღმერთი წვეულებაზე და ღმერთიც დათანხმდა. ნახა რა ქართველების სტუმარ-მასპინძლობა ღმერთმა გადაწყვიტა საჩუქრად მიეცა ის მიწა, რომელიც მას თავისთვის ჰქონდა გადანახული. საქართველო უხვია ნაყოფიერებით, სიმშვიდით და უსაფრთხოებით. ეს არის ის ჯილდო რითაც ღმერთმა დააჯილდოვა ქართველები და საქართველო.

ფრენის ოცნება აღარ არის მიუწვდომელი და წარმოუდგენელი, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მეთოდების გამოყენებით, მრავალი გზით ხდება შესაძლებელი ფრენა, თვითმფრინავით, საჰაერო ბურთით თუ სხვა სახეობის ხომალდების გამოყენებით. თუკი თქვენ მოგზაურობთ საქართველოში, სულ სხვა სიამოვნებაა ციდან დანახული საქართველო. საქართველოში საჰაერო ბურთით ფრენები ტარდება ძირითადად ალაზნის ველზე, საქართველოს უძველესი კულტურული მემკვიდრეობისა და მეღვინეობის ცენტრში.

თუ გსურთ მიიღოთ განსხვავებული ემოციები – იმოგზაურეთ საჰაერო ბურთით საქართველოში. როგორც კი მოწყდებით დედამიწას თქვენ უახლოვდებით ღრუბლებს. ეხლა კი თქვენ  ნამდვილად შეგიძლიათ დატკბეთ პეიზაჟებით და ხელით შეეხოთ ღრუბლებს. მაღლა ცაში ფრენინსას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ განუმეორებელი შთაბეჭდილება და დატკბეთ საოცარი სანახაობით დიდებული მთებით, მშფოთვარე მდინარეებითა და უკიდეგანო ტყეებით. ერთდროულად შეიძლება იმგზავროს როგორც ორმა, ასევე ოცდაოთხმა ადამიანმა. ასე რომ ჩაეწერეთ და იმოგზაურეთ მეგობრებთან ერთად და მიიღეთ განუმეორებელი შეგრძნება საქართველოს ცაზე საჰაერო ბურთით ფრენით. საქართველოში საჰაერო ბურთებით ფრენების სეზონი იწყება აპრილის შუა რიცხვებში, როცა სტაბილური თბილი ამინდები იწყება და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. თუმცა თუკი ამინდი ხელს გვიწყობს, ფრენები ზამთარშიაც არის დასაშვები.

აჭარა ცნობილია მისი უნუკალური ბოტანიკური ბაღით, სადაც შეგროვებულია მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქ შეხვდებით და ნახავთ მცენარეებს როგორც ავსტრალიიდან, ასევე აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებიდან. ეს კი ადასტურებს რომ საქართველოს კლიმატი განსაკუთრებულია.

თბილისი ლამაზი და ისტორიული ქალაქია, იგი ცნობილია როგორც შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის პატარძალი, ის საქართველოს დედაქალაქია. თბილისში განლაგებულია საოცარი სილამაზის პარკები. თბილისი წარმოიშვა სიტყვა თბილისგან, რაც შესაბამისად სითბოს გამოხატავს.

თბილისში წააწყდებით ულამაზესი არქიტექტურის მრავალფეროვან კომბინაციას, მუდმივად ცოცხალ ხელოვნებას, კულტურულ სცენებსა და ქართველთა ყოველდღიურ ცხოვრებას. სხვადასხვა კაფეებსა თუ რესტორნებში მზადდება გემრიელი კერძები. თბილისში შეხვდებით დიდი რაოდენობით, კაფეებს, რესტორნებს, კლუბებს, ისტორიულ მუზეუმებს, ულამაზეს გალერეებს, პარკებს, პლაზებს, ლამაზ მოედნებს. თანამედროვე სახის სატრანსპორტო საშუალებები გაძლევთ საშუალებას ეწვიოთ ამ ადგილებს. საოცარი თანამედროვე არქიტექტურა ლამაზადაა შერწყმული საუკუნოვან მემკვიდრეობასთან.

აკროფობია (სიმაღლის შიში)

ზოგ ადამიანს  სიმაღლის შიში იპყრობს. მაგრამ აქ სანერვიულო არაფერია. საჰაერო ბურთებით ფრენა ისეთივე უსაფრთხოა, როგორც თვითმფრინავით ფრენა. ტექნიკურად საჰაერო ბურთი ძალიან მარტივადაა დაპროექტებული. საქართველოში საჰაერო ბურთებით ფრენა ხდება ქალაქგარეთ, აურზაურისგან მოშორებით.