მოზარდები
+
#1
#2
#3
Alazani Valey
09/19/2020
3 Person - 850 $


ფრენის პირობები

  1. 1.საქართველოში საჰაერო ბურთით ფრენები ხორციელდება წლის ნებისმიერ დროს. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ფრენები სრულდება ადრე დილით და საღამოს საათებში. ეს დაკავშირებულია სპეციფიკურ მეტეოპირობებთან, რომელიც ზღუდავს ფრენების შესრულების შესაძლებლობას დღე-ღამის სხვა დროს. ზამთრის პერიოდში ფრენები სრულდება დღის ნებისმიერ დროს.
    2. საჰაერო ბურთით ფრენების შესრულება ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. ელჭექის ფრონტი, ნალექი, ხშირი ნისლი, შეზღუდული ხილვადობა, მიწისპირა ფენაში ქარის მაღალი სიჩქარე შეიძლება გახდეს ფრენის გაუქმების მიზეზი
    3. როგორც წესი, ამინდის წინასწარი პროგნოზი დგება გაფრენის თარიღამდე 2-3 დღე-ღამით  ადრე, ხოლო დაზუსტებული პროგნოზი - 24 საათით ადრე.   ამის შესახებ შეტყობინებას ავიაკომპანია უგზავნის მგზავრებს.
    ფრენის შესრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საჰაერო ხომალდის მეთაური სტარტის ადგილზე.
    4. საჰაერო ბურთი ასრულებს ფრენას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია  ქარის სიჩქარეზე),  მაგრამ მთელი პროცესისტარტისთვის მომზადება, ინსტრუქტაჟიფრენა, ჩასხდომაჰაერნაოსნად  კურთხევის  ცერემონია, იკავებს დაახლოებით  3-3,5 საათს.

    ქცევის წესები, სხვა გარემოებები 
  2. სტარტის წინ პილოტი მგზავრების უტარებს  ინსტრუქტაჟს საჰაერო ხომალდის ბორტზე ქცევის წესებთან დაკავშირებით.
    გაფრენისწინა ინსტრუქციის და პილოტის მითითებების შესრულება  ფრენის პროცესში სავალდებულოა ყველასთვის.
    6. მგზავრების ტანისამოსი შეიძლება იყოს ნებისმიერი.
    თუმცა, მგზავრებს უნდა ესმოდეთ, რომ ვიწრო გრძელმა კაბებმა, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, მოკლე შარვალმა და სანდალებმა შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას   აეროსტატის კალათში ჩასხდომისას და მისი ღია მინდორში დაშვებისას. ქალებისა და მამაკაცებისთვის ოპტიმალური ტანისამოსია შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ნებისმიერი ზედა. ფრენისთვის ტანისამოსის არჩევისას,  გასათვალისწინებელია, რომ ჰაერის ტემპერატურა სიმაღლეზე არ იქნება განსხვავებული მიწაზე არსებული ტემპერატურისგან.
    7. ბორტზე არ დაიშვება დიდი ჩანთები, მძიმე ზურგჩანთები, სხვა მძიმე/დიდი ბარგი.
    8. მოწევა ფრენის დროს აკრძალულია.
    9. ბორტზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი, ასევე აგრესიული საქციელის მქონე პირები.
    10. ბორტზე დაიშვებიან 6 წლის ზევით ასაკის  ბავშვები. თუმცა მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კალათის ბორტის სიმაღლე არის  120 სმ. გადაწყვეტილებას ბავშვის ფრენაში მონაწილეობის შესახებ იღებენ მშობელები, ისინი ასევე   პასუხისმგებელნი არიან ბავშვების უსაფრთხოებაზე აეროსტატის ბორტზე.
    11. მგზავრები თვითონ არიან პასუხისმგებელნი პირადი ნივთების დაცულობაზე ფრენის დროს და დაშვების შემდეგ.

    გადახდა
    12. სხვადასხვა ტიპის აეროსტატებზე ფრენების ღირებულება პრეისკურანტის სახით გამოქვეყნებულია „Sky Travel“ -ის (www.balloons.ge) ვებ-გვერდზე.  პრეისკურანტი წარმოადგენს ავიაკომპანიის ოფიციალურ დოკუმენტს.
  3. ფრენების ღირებულების გადახდა ხორციელდება 100%-იანი წინასწარი გადახდის სახით.
    14. ავიაკომპანია უფლებამოსილია შეცვალოს პრეისკურანტის ფასები საკუთარი შეხედულებისამებრ.
    15. ავიაკომპანია არ არის უფლებამოსილი გაზარდოს ფრენის ღირებულება, რომლიც უკვე გადახდილია.
    16. ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მისი შესრულება შეიძლება გადატანილ იქნას სხვა თარიღისთვის, მგზავრებთან შეთანხმებით.
    16.1. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები არ ეთანხმებიან ან არ შეუძლიათ ფრენის სხვა თარიღზე გადატანა, ავიაკომპანია უბრუნებს მათ გადახდილ თანხას სრული მოცულობით.
    16.2. თანხის დაბრუნება ხორციელდება მგზავრების მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან  სამი სამუშაო დღის ვადაში.
    17. მგზავრები უფლებამოსილინი არიან მიმართონ კომპანიას განცხადებით ფრენაში მათი  მონაწილეობის გაუქმების ან თარიღის შეცვლის შესახებ. 

17.1. თუ მგზავრები მსგავსი  განცხადებებით მიმართავენ ავიაკომპანიას ფრენის დანიშნულ თარიღამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, პირველ შემთხვევაში, მგზავრების მიერ გადახდილი თანხა მათ სრულად უბრუნდებათ, მეორე შემთხვევაში - თარიღის შეცვლა  (თავისუფალი ადგილების და ფრენისთვის ხელსაყრელი ამინდის არსებობის შემთხვევაში), ხორციელდება საჯარიმო სანქციების გარეშე.
17.2. თუ მგზავრები მსგავსი  განცხადებებით მიმართავენ ავიაკომპანიას ფრენის დანიშნულ თარიღამდე 10 დღით ადრე ნაკლებ ვადებში, საჯარიმო სანქციები პირველ და მეორე შემთხვევბში შეადგენს ფრენის 10%-ს.
17.3. მგზავრებს, რომლებმაც ფრენაში მონაწილეობის  შესახებ ფრენის დანიშნულ თარიღამდე ორი დღე-ღამით ადრე განაცხადეს ან არ გამოცხადდნენ გაფრენის ადგილზე, მათ თანხა არ დაუბრუნდებათ და თარიღის გადატანა არ მოხდება. 

18. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი, ან აგრესიული ქცევის მქონე მგზავრები ფრენაში მონაწილეობისთვის არ დაიშვებიან. მათ მიერ გადახდილი  თანხები დაბრუნებას არ ექვემდებარება.


კონფიდენციალობის პოლიტიკის გადმოწერა
                     (+995 595) 595 61 00 06